რუსეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 6 537-ით გაიზარდა და დღეისთვის 733 699-ს შეადგენს.
რუსული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს 104 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში კი, დაღუპულია 11 439.
ასევე, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსისგან უკვე განიკურნა ნახევარ მილიონზე მეტი პაციენტი.