რუსეთში „კოვიდ-19“-ის ინდური შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდური ვარიანტის 16 შემთხვევა ულიანოვსკის უნივერსიტეტში ინდოეთიდან დაბრუნებულ სტუდენტებში დაფიქსირდა. სტუდენტები იზოლაციაში გადავიდნენ და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ვირუსის ინდური ვარიანტი მთელი მსოფლიოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.