რუსეთში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი – 28 782 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას სააგენტო „ტასსი“ ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 27 644 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 508 დაიღუპა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში გამოვლენილია ინფიცირების 2 431 731 შემთხვევა, მათ შორის 1 916 369 გამოჯანმრთელდა,ხოლო 42 684 გარდაიცვალა.