რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 165 929-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსის 10 559 შემთხვევა დაფიქსირდა.
რუსეთში კორონავირუსით დაღუპულია 1 537, ხოლო გამოჯანმრთელებულია 21 327 ადამიანი.
ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიო მასშტაბით რუსეთი მეხუთე ადგილზეა.