რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა.
როგორც ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ 9 623 ადამიანს დაუდგინეს.
საერთო ჯამში, რუსეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 124 054 ადამიანს გამოუვლინდა.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსს რუსეთში 57 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, გარდაიცვალა 1 222 ადამიანი.