რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

13:38, 02.05.2020

რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა.

როგორც ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ 9 623 ადამიანს დაუდგინეს.

საერთო ჯამში, რუსეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 124 054 ადამიანს გამოუვლინდა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსს რუსეთში 57 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, გარდაიცვალა 1 222 ადამიანი.

მსგავსი