რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1036-მდე გაიზარდა. ამასთან მოსკოვში დაავადებულთა რიცხვი 703-ია. ამის შესახებ განცხადება, ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გააკეთეს.
ბოლო 24 საათში მოსკოვში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 45-ია.