რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 186 პაციენტი
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსული ინფექცია 6 406 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების საერთო რაოდენობა ქვეყანაში 760 000-ს აღწევს.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთში „კოვიდ-19“-ს 186 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით 12 123 პირი გარდაიცვალა.
რუსეთში „კოვიდ-19“-სგან უკვე 539 373 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყნის საავადმყოფოებში 207 707 პაციენტს მკურნალობენ.