მოსკოვში კორონავირუსით კიდევ ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ ვირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გაავრცელეს.
როგორც შტაბში დააზუსტეს, ყველა პაციენტი ხანდაზმული იყო და მათ თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 2337 ადამიანი. გარდაიცვალა სულ 22 პირი.