რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 771-ით გაიზარდა
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 771-ით გაიზარდა, რაც დღემდე რუსეთში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შემთხვევები რუსეთის 80-ზე მეტ რეგიონში დაფიქსირდა, მაგრამ შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა მოსკოვში ფიქსირდება, სადაც კორონავირუსის 595 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსით 30 ადამიანი დაიღუპა.