რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 672 შემთხვევა გამოვლინდა, 365 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
8 აპრილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ოთხი მილიონ 614 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ოთხი მილიონ 239 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 101 845 პაციენტი გარდაიცვალა.