რუსეთში კორონავირუსის 8 672 შემთხვევა გამოვლინდა

12:56, 08.04.2021

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 672 შემთხვევა გამოვლინდა, 365 პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

8 აპრილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ოთხი მილიონ 614 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ოთხი მილიონ 239 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 101 845 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი