რუსეთში კორონავირუსის 5 940 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 85 ადამიანი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 940 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამრიგად, საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რუსეთის ფედერაციაში „კოვიდ-19“-ის 777 486 შემთხვევაა აღრიცხული.
ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 85 ადამიანი. რუსეთში ინფექციით გამოწვეულ დაავადებას სულ 12 427 პაციენტი ემსხვერპლა.