რუსეთში კორონავირუსის 5 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 147 ადამიანი
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 5 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით კიდევ 147 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
რუსეთის მთავრობის მონაცემების მიხედვით, დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 795 038 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 12 892 ადამიანი.