რუსეთში კორონავირუსის 5 765 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 77 პაციენტი
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 5 765 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 77 პაციენტი. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 812 485 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 13 269 ადამიანი. რუსეთში ვირუსისგან 600 250 ადამიანი განიკურნა.