რუსეთში კორონავირუსის 32 974 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 215 პაციენტი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 974 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 35 182 ადამიანი.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 215 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
4 დეკემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 9 769 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 471 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით 280 072 პაციენტი გარდაიცვალა.