რუსეთში კორონავირუსის 32 136 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 184 ადამიანი
რუსეთში კორონავირუსის 32 136 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 184 ადამიანი

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 136 შემთხვევა გამოვლინდა, „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 184 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 28 070 პაციენტი.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 9 833 749 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 8 530 476 პაციენტი.