რუსეთში, მოსკოვის მახლობლად მდებარე კრასნოგორსკში, ხანდაზმულთა სახლში ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია ცხრა ადამიანი.
ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, საავადმყოფოში გადაიყვანეს ცხრა ადამიანი, მათ შორის ექვსი რეანიმაციაშია.
ხანდაზმულთა სახლის ადმინისტრაციის თქმით, შენობაში სულ 37 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან რვა პერსონალი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი წყლის გამაცხელებლის გაუმართაობის შედეგად გაჩნდა.