რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 6 428 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 6 428 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 167 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 752 797 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 11 937 ადამიანი.