რუსეთში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 1 766 უსიმპტომოა.
ასევე, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 8 378 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 188-ით გაიზარდა ლეტალური შემთხვევების რაოდენობა.
ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის 720 547 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 497 446 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 11 205-ს აღწევს.