რუსეთში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 1 766 უსიმპტომოა.

ასევე, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 8 378 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 188-ით გაიზარდა ლეტალური შემთხვევების რაოდენობა.

ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის 720 547 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 497 446 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 11 205-ს აღწევს.