რუსეთში ევროპული კინოს ფესტივალი გაიმართება.
როგორც რუსულ მედიას რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, კინოფესტივალი პირველიდან 15 ნოემბრამდე ონლაინრეჟიმში შედგება.
რუსეთში ევროკავშირის მისიის ცნობით, პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ბოლო რამდენიმე წლის ყველაზე გამორჩეული ფილმები ევროკავშირის ქვეყნებიდან. ყველა ფილმი იქნება ნაჩვენები ორიგინალ ენაზე რუსული სუბტიტრებით.
მიმდინარე წლის ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილია 21 კინოსურათი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე რუსული და ევროპული ერთობლივი წარმოების ორი ფილმი.
როგორც რუსეთში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, უთანხმოება ევროკავშირსა და რუსეთს შორის არსად გამქრალა, თუმცა რჩება ინტერესი ევროპისა და რუსეთის ხალხებს შორის დიალოგის მიმართ; ფილმების ჩვენება და სხვა კულტურული მოვლენები ამ გზავნილის მიწოდების გზაა.
ევროპული კინოს ფესტივალი რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეგიდით 15 წელია, იმართება, თუმცა გასულ წელს კინოფესტივალი უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო გაუქმდა.