რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 790 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 790 ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 22 589 პირს.
4 აგვისტოს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 6 356 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 679 000-ს აჭარბებს.
რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 161 715 პაციენტი გარდაიცვალა.