რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 892 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 17 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 927 745 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 736 101 გამოჯანმრთელდა.

რუსეთში კორონავირუსით 15 740 ადამიანი გარდაიცვალა.