რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 156 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 156 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 6 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოფიციალური სტატისტიკით, 15 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 746 369 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 11 770-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 523 249 ინფიცირებული.