რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 33 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 239 პაციენტი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 33 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 36 494 ადამიანი.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 1 239 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
27 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 9 536 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 237 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით 271 531 პაციენტი გარდაიცვალა.