რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 124 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 6 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოფიციალური სტატისტიკით, 18 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 759 203 შემთხვევაა რეგისტრირებული.
გარდაცვლილთა საერთო რიცხვი ქვეყანაში 12 123 შეადგენს, გამოჯანმრთელდა 539 373 ინფიცირებული.