რუსეთში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 6 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 175 ადამიანი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 6 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 175 ადამიანი კი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 175 ადამიანი გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 6 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 14 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 739 947 შემთხვევაა რეგისტრირებული.

გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 11 614-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 512 825 ინფიცირებული.