რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს 597 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლენილია 21 152 ახალი ინფიცირებული.
ქვეყნის მასშტაბით, დღეისათვის 540 ათასამდე აქტიური შემთხვევაა.
ჯამში, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, აღრიცხულია 3, 6 მილიონზე მეტი ინფიცირებული, მათ შორის ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 67 220 პაციენტისთვის.