რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 11 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, ინფიცირებულებიდან 5 471-ს ვირუსის სიმპტომები არ ჰქონდა.
საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“ 177 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა 1 625 ადამიანი.
რუსეთი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.