რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირების 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, ვირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. აქედან ორი ადამიანი მოსკოვში, ერთი ორენბურგის ოლქში, ერთი კი პეტერბურგში დაიღუპა.
საერთო ჯამში „კოვიდ 19“-ს რუსეთში რვა ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 1 534 შემთხვევა გამოვლინდა, 64 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.