რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 887 ადამიანი დაინფიცირდა, 612 პაციენტი კი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 21 იანვრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 3 მილიონ 655 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 მილიონ 054 ათასს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 67 832 პაციენტი გარდაიცვალა.