რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 457 შემთხვევა გამოვლინდა, 427 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 457 შემთხვევა გამოვლინდა, 427 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
23 მარტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 474 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 88 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 95 818 პაციენტი გარდაიცვალა.