რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 541 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 506 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 541 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი 3 332 142 აღწევს.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციას 506 ადამინი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ რისეთში„კოვიდ 19“-ით 60 457 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში ინფექციისგან სულ 2 709 452 ადამიანი განიკურნა.