რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  23 541 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 506 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  23 541 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 506 პაციენტი კი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 541 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი 3 332 142 აღწევს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციას 506 ადამინი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ რისეთში„კოვიდ 19“-ით 60 457 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში ინფექციისგან სულ 2 709 452 ადამიანი განიკურნა.