რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 734 შემთხვევა გამოვლინდა, 586 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 734 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 586 პაციენტი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 3 612 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 000 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 66 623 პაციენტი გარდაიცვალა.