რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 038 შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 038 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 038 შემთხვევა გამოვლინდა, 553 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ოფიციალური სტატისტიკა რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

სტატისტიკის მიხედვით, 11 თებერვლის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ოთხი მილიონ 27 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამ მილიონ 538 ათასს აჭარბებს.

ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 78 687 პაციენტი გარდაიცვალა.