რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 494 შემთხვევა გამოვლინდა, 536 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური სტატისტიკა რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სტატისტიკის მიხედვით, 10 თებერვლის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ოთხი მილიონ 12 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სამ მილიონ 516 ათასს აჭარბებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 78 134 პაციენტი გარდაიცვალა.