რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 233 შემთხვევა გამოვლინდა, 459 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 233 შემთხვევა გამოვლინდა, 459 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
16 თებერვლის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 099 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 624 000-ს აჭარბებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით სულ 80 979 პაციენტი გარდაიცვალა.