რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 16 627 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით კი, 497 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 3 951 233 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 76 229 ადამიანი.