რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 16 627 ადამიანს გამოუვლინდა

12:32, 06.02.2021

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 16 627 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით კი, 497 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 3 951 233 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 76 229 ადამიანი.

მსგავსი