რუსეთში, ალთაიში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, ალთაიში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, კერძო ვერტმფრენი დაშვებისას, სავარაუდოდ, ელექტროგადამცემ ხაზებს გამოედო, რის შედეგადაც მას ცეცხლი გაუჩნდა.
კომპანია „ალტაი ავიას“ კუთვნილ ვერტმფრენს ტურისტული ჯგუფი გადაჰყავდა. ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა – 12 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი. მათ შორის ბელარუსის ერთი მოქალაქე იყო, მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
საგამოძიებო კომიტეტმა საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.