რუსეთში აივნებზე მოწევა იკრძალება
რუსეთში აივნებზე მოწევა იკრძალება

რუსეთში აივნებზე სიგარეტის მოწევა იკრძალება. რუსული მედიის ცნობით, ეს ახალ ხანძარსაწინააღმდეგო ზომებს უკავშირდება, რომელიც ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა.

ბინების, სასტუმროებისა და საერთო საცხოვრებლების აივნებზე იზღუდება ღია ცეცხლის გამოყენება. ამრიგად, იკრძალება მწვადის შეწვა, სანთლების დანთება ან სიგარეტის მოწევა.

კიდევ ერთი ცვლილება კინოთეატრებს უკავშირდება, სადაც სეანსის დაწყებამდე სახანძრო უსაფრთხოების თაობაზე ინფორმაცია გავა.

ახალი წესები მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.