რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთხელ შეუტია უკრაინის ქალაქებს, თავდასხმისას დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა
რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთხელ შეუტია უკრაინის ქალაქებს, თავდასხმისას დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა

ღამით რუსეთმა კიდევ ერთხელ შეუტია უკრაინის ქალაქებს უპილოტო საფრენი აპარატებით, თავდასხმისას დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. ამჯერად რუსეთის მთავარი სამიზნე უკრაინის სამხრეთი იყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამის მანძილზე რუსეთმა 44 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 32-ის ჩამოგდება შეძლეს.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ ვითარება მარინკასა და ავდიივკაში გაუარესდა. მისი თქმით რუსეთმა ამ მიმართულებებით გააძლიერა შეტევები.

პარალელურად, ომის შესწავლის ინსტიტუტის ექსპერტები მიუთითებენ უკრაინელი დამცველების წინსვლაზე ზაპოროჟიესა და ბახმუტის რეგიონებში.