სირიაში, „ხმეიმიმის“ ავიაბაზაზე, რუსეთმა მეხუთე თაობის ორი ავიაგამანადგურებელი განათავსა
სირიაში, „ხმეიმიმის“ ავიაბაზაზე, რუსეთმა მეხუთე თაობის Su-57-ის ტიპის ორი ავიაგამანადგურებელი განათავსა.
ერთ-ერთმა სირიელმა ინტერნეტ-მომხმარებელმა, Twitter-ში ვიდეო გამოქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იმავე დღეს, რუსულ ავიაბაზაზე 4 ავიაგამანადგურებელი Su-37, 4 მოიერიშე Su-25 და ერთი სარადარო თვითმფრინავი A-50U ჩაფრინდა.
Su-57 ინოვაციური ავიონიკის სისტემითაა აღჭურვილი, რომელსაც მფრინავის დასახმარებლად ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის ავტონომიური გათვლები შეუძლია. თვითმფრინავი ახლო, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი ჰაერი-ჰაერის, ჰაერი-მიწას და რადარსაწინააღმდეგო რაკეტებითაა აღჭურვილი.
ავსტრალიური გამოცემა News.com.au წერს, რომ რუსული მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლების გამოჩენა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს 7 თებერვალს, დეირ ელ-ზორის პროვინციაში აშშ-ის კოალიციის დაბომბვების შედეგად რუსეთის მოქალაქეების მასობრივ დაღუპვასთან.