რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში უახლესი სამხედრო მანქანები ჩაიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აცხადებენ, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსულ ბაზაზე 10 უახლესი ჯავშანმანქანა „ტიგრ-ემი“ ჩაიტანეს.
რუსი მაღალჩინოსნების თქმით, აღნიშნული ტექნიკა მთიან რეგიონებსა და ზღვის სანაპიროზე სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლადაა საჭირო.