რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში უახლესი სამხედრო მანქანები ჩაიტანა

10:45, 21.03.2019

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში უახლესი სამხედრო მანქანები ჩაიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში აცხადებენ, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსულ ბაზაზე 10 უახლესი ჯავშანმანქანა „ტიგრ-ემი“ ჩაიტანეს.

რუსი მაღალჩინოსნების თქმით, აღნიშნული ტექნიკა მთიან რეგიონებსა და ზღვის სანაპიროზე სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლადაა საჭირო.

მსგავსი