რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 30 მათგანის განადგურება მოახერხა
რუსულმა მხარემ გასულ ღამეს კიევზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მათგან დაახლოებით 30-ის განადგურება მოახერხა. ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო გარკვეულ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
კონკრეტულად, კიევის ექვსი რაიონში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. დაშავებულია ორი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, გაჩენილი ხანძრის ზოგიერთი კერა უკვე ლოკალიზებულია.