რუსეთმა ე.წ. სუვერენული ინტერნეტის კანონი აამოქმედა
რუსეთმა ე.წ. სუვერენული ინტერნეტის კანონი აამოქმედა

რუსეთმა ე.წ. სუვერენული ინტერნეტის კანონი აამოქმედა. ამის შესახებ ინფრომაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კრემლში აცხადებენ, რომ ახალი კანონი კიბერუსაფრთხოებას გააუმჯობესებს, მომხმარებლებისთვის კი სხვაობა შესამჩნევი არ იქნება.

როგორც დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „ბიბისი“ წერს, ე.წ. სუვერენული ინტერნეტის კანონის მიხედვით, რუსეთში ვებგვერდებზე გამავალმა ნებისმიერმა ინფორმაციამ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პუნქტები უნდა გაიარაოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ინტერნეტი საერთაშორისო ქსელებს გამოეთიშება და მასზე კრემლის კონტროლი გაიზრდება.

აღნიშნული კანონის ინიციატორები კანონმდებლები ანდრეი კლიშასი და ლიუდმილა ბოკოვა არიან. მათი განცხადებით, ამ მიმართულებით ბიუჯეტი მომავალი სამი წლის მანძილზე უკვე გაწერილია და 1,8 მილიარდი რუბლს მოიცავს.

შესაბამისად კანონს დამატებითი ბიუჯეტი არ დასჭირდება.

2019 წლის გაზაფხულზე დედაქალაქ მოსკოვში აღნიშნული კანონის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა.

კანონის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ეს კრემლის მხრიდან კონტროლის და ცენზურის გაძლიერების მცდელობაა.

აქტივისტების განმარტებით, აღნიშნული საკითხი რუსეთში აქამდეც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.