რუსეთმა დნეპრში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში განახორციელა, არიან დაშავებულები
რუსეთმა დნეპრში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში განახორციელა, არიან დაშავებულები

რუსეთმა დნეპრში, ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, ცხრასართულიანი შენობის ოთხი სართული მთლიანად ჩამოინგრა.

ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები, ასევე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება.